გველების საწინააღმდეგო ბიოლოგიური შემაჩერებელი, საკარმიდამო და საყოფაცხოვრებო გარემოს დასამუშავებლად.
ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალურია გველებთან ბრძოლა. ქართული წარმოების გველების ბიოლოგიური შემაჩერებელი/biologikal stopper „მანგუსტი“ დაგიცავთ ნებისმიერ ადგილას, სადაც გველების საშიშროებაა.
შესასხურებელი ხსნარის შემადგენლობაში შედის: ნანოკოლოიდური ხსნარი-ფიტომერკაპტანები არანაკლებ 3%, დამხმარე ნივთიერება – ეთილის სპირტი.
გამოშვების ფორმა: 50 მლ, 200 მლ და 500 მლ სპრეის სახით.
მანგუსტი – ბიოლოგიური საშუალებაა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება გველებს. გამოიყენება შენობა – ნაგებობების გარშემო ან ფანჯრის რაფებთან, კარის ზღურბლზე, ფარეხში, ფარდულში, საცურაო აუზთან, ბაღ-ბოსტნებში, ხის ქერქის დასამუშავბელად, მინდვრებსა და სავარგულებში, სათავსოებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველების არსებობა.
ნადირობისა თუ სხვა სამუშაოს შესრულებისას შესაძლოა ფეხსაცმელისა და ჩექმის დამუშავება. მანგუსტის გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებისა და ცხოველებისთვის.
მანგუსტი უსაფრთხოა როგორც გარემოსათვის, ისე – ადამიანებისათვის.
ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ, გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია მცენარის ფოთლის ზედაპირზე დასხმა).
მოქმედებს წლის ნებისმიერ პერიოდში, ადვილად გამოყენებადია და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით.
გამოიყენება წერტილოვანი შესხურებით, 20-30 სმ-ის ინტერვალით წყვეტილ ზოლად იმ ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ.
პროფილაქტიკური და ზოგადი პრევენციის მიზნით 500 მლ საკმარისი 250-500 გრძივ მეტრზე.
პრეპარატი არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი.
შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვეველით. მაქსიმალური შედეგის უზრუნველყოფისათვის, მოახდინეთ პრეპარატის გამეორება 30 დღის ინტერვალით.
„მანგუსტის“ ძირითადი უპირატესობები
→ ბიოლოგიურია;
→ მოქმედებს ხანგრძლივად, წლის ნებისმიერ პერიოდში;
→ ადვილად გამოყენებადია;
→ უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის, ისე – ადამიანებისა და ცხოველებისათვის;
→ წვიმა ვერ რეცხავს.
„მანგუსტის“ თვალში ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ადგილობრივი გაღიზიანება. თვალში მოხვედრისას ამოიბანეთ წყლის ჭავლით, კანზე მოხვედრისას – ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით.
ბიოლოგიური რეპელენტის ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში, ინახება მხოლოდ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გველების საწინააღმდეგო ბიოლოგიური შემაჩერებლის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე http://roqi.ge/index.php?m=20&products_id=363
საკონტაქტო ინფორმაცია:
საიტი: www.roqi.ge
ელ. ფოსტა: info@roqi.ge
ტელ: 5977045 88; 2 74 63 96
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან,
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტით.