სამების ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდა

სამების, ტაძარი, ზეთისხილის, ბაღი

10 ივნისს სამების ტაძრის ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი ზეთისხილის ბაღი გაშენდა და დაირგო 150 ზეთისხილის ხე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) აგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით 10 ივნისს სამების ტაძრის ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი ზეთისხილის ბაღი გაშენდა და დაირგო 150 ზეთისხილის ხე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა დავით სონღულაშვილმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მინისტრის მოადგილეებმა ქ-ნმა ნინო თანდილაშვილმა და ბ-ნმა გიორგი წკრიალაშვილმა, სამინისტროში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) და მონასტრის მამებმა, სვეტიცხოვლის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია), საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის (ხელმძღვანელი იღუმენია თეკლე სიხარულიძე) სტუდენტებმა და პედაგოგებმა, თბილისის ,,დინამოს” მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, გარემოსდამცველებმა ნინო ჩხობაძემ, ნინო სულხანიშვილმა, გიორგი სოფაძემ, გიორგი ლომინაძემ, ნელი გეთიაშვილმა (შპს ,,ჯეოლივი”), მირიან მდივანმა (შპს ,,მწვანე სახლი”),  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წევრებმა, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,დავითიანნი“ (ხელმძღვანელი კოტე სვანაძე) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

ბ-ნმა დავით სონღულაშვილმა ორგანიზატორებს და ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მისი განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მონაწილეობა.

მეუფემ ანდრიამ დალოცა ღონისძიების მონაწილეები და მადლობა გადაუხადა ყველას განსვენებულ პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის დაფასებისთვის.

გამწვანების აქცია განხორციელდა გარემოს დაცვის დღის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში და კათოლილოს-პატრიარქ შიო მესამის ლოცვა-კურთხევით მიეძღვნა ნეტარხსებეულ კათოლიკო-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას.

ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ მადლობას ვუხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, კომპანია ,,მწვანე სახლს“ (დირექტორი მირიან მდივანი) და ყველა მხარდამჭერს წლების განმავლობაში ჩვენი ფონდისთვის გაწეული თანადგომისთვის.

წყარო: ფონდი „გაამწვანე საქართველო“

ზეთისხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა