სემეკმა  4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა, თელასი, დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 128,856 ლარი ჩამოაწერა,  მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში – 46,946 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში –  64,171 ლარი, ხოლო  წყალმომარაგების სექტორში – 17,739 ლარი. 

მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც  სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

თქვენი რეკლამა