წელს, ისევე როგორც გასულ წლებში „აგროსფეროს“ პარტნიორმა ფერმერებმა Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდების დახმარებით არნახული მოსავალი აიღეს. მეტიც, ზოგიერთმა ფერმერმა წინა წლის მონაცემების გაუმჯობესებაც კი შეძლო. სიმინდის მოსავლის 2025 წლის რეიტინგი ასე გამოიყურება:
მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, უკეთესი მოსავალი მოვიდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ჰექტარზე 17 ტონა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ნაენდროვალში დაფიქსირდა. რეიტინგის სათავეში მყოფმა ფერმერმა, ერეკლე გელაშვილმა DKC 5812 დათესა.

დღეს ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია Dekalb-ის 13 ჰიბრიდი (FAO 200-დან 700-მდე), რომელიც ადგილობრივად არის გამოცდილი და სრულად შეესაბამება საქართველოს კლიმატურ პირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და მათი არჩევანი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. იმატებს იმ ფერმერთა რაოდენობაც, რომელიც ნდობას სწორედ Dekalb-ის ინოვაციურ სათესლე მასალას უცხადებს.
Dekalb სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებლის BAYER-ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ის 100-ზე მეტი წელია, ქმნის სიმინდის ახალი თაობის სათესლე მასალას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კლიმატური ზონისთვის. მის მიერ წარმოებული პროდუქცია უზრუნველყოფს მცენარის განსაკუთრებულ მედეგობას ჩაწოლის, ტემპერატურისა და დაავადებების მიმართ, რაც განაპირობებს მოსავლის სიჯანსაღესა და მაღალ მოცულობას.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო”.

