
სომხეთი საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 150 მილიონი ევროს სესხს მიიღებს.
სესხის პირობები თანახმად, სესხი გამოყენებული იქნება: დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და კაპიტალური ხარჯების უფრო მჭიდრო მონიტორინგისთვის.
150 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყენებული იქნება მთლიანი ბიუჯეტის შესავსებად და არა კონკრეტული პროგრამებისთვის. თანხები განკუთვნილია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაზრდისკენ მიმართული რეფორმებისთვის.
სესხის პირობების თანახმად, გათვალისწინებულია ზომები სახელმწიფო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით. გეგმები მოიცავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას ზოგადად, მათ შორის საინვესტიციო ფონდებისა და ვენჩურული კაპიტალის ფონდების ლისტინგს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომლებიც ბოლო წლებში მუდმივად ჩამორჩებოდა გეგმებს.
კორპორატიული ფინანსების სექტორში, ახალი ნაბიჯები იქნა გამოკვეთილი თაღლითური გაკოტრების წინააღმდეგ საბრძოლველად და კრედიტორებისა და ინვესტორების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად.
მსგავსი საბიუჯეტო სესხების პრაქტიკა ასევე გამოიყენება სომხეთის თანამშრომლობაში სავალუტო ფონდთან, აზიის განვითარების ბანკთან და სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდთან.
საფრანგეთის განვითარების სააგენტომ ადრე სომხეთს 215 მილიონი ევროს საბიუჯეტო სესხი გამოუყო, რომლის დაფარვა ამჟამად მიმდინარეობს.