ცოფზე უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით

ცოფი, ვაქცინაცია

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა! ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოფზე უფასო ვაქცინაცია გაიმართება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში! მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს – ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის.

აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა