საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო 2022“ გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყოველწლიურ გამოფენაში „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულები – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დმანისის სასელექციო სადგურში გამოყვანილი კავკასიური წაბლა და მეგრული წითელი – გახდნენ.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მეცხოველეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ დარგობრივ ლიტერატურასა და გზამკვლევს გასცნობოდა.

მესაქონლეობის, გამოფენა

გამოფენის „მესაქონლეობის ექსპო 2022’’ მიზანია საქართველოში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა – მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარება.

მესაქონლეობის, გამოფენა

ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში”, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

მესაქონლეობის, გამოფენა

აღსანიშნავია, რომ „მესაქონლეობის ექსპო/Cattle Expo – 2022’’ საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით მეორედ გაიმართა საქართველოში.

თქვენი რეკლამა