კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

5897 Views

კახური ღორი — უძველესი ენდემური ჯიში. გარეული ღორის მოშინაურებისა და ხალხური სელექციის გზით გზით ჩამოყალიბდა ცალკე ჯიშად.

განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. გარეგნული ფორმითა და ზოგიერთი თვისებით გარეულ ღორს ჰგავს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო.

აქვს უხეში კონსტიტუცია, ახასიათებს საარსებო პირობების მაღალი შეგუების უნარი და მრავლდება ველურ პირობებში, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალს და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს.

დაფარულია ხშირი უხეში ჯაგარითა და მოკლე ნაზი თივთიკით. ამიტომ მას სიცივე ნაკლებად აშინებს. ახასიათებს თავდაცვის, დედობისა და ჯოგურად ცხოვრების (ჯგუფად ყოფნის) მაღალი უნარი.

კახური ღორი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული დუშეთის, თიანეთის, ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანისა, თელავის, თეთრიწყაროს და სხვა რაიონებში. მასზე გარკვეული სანაშენო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

ამჟამად გაქრობის პირას მისული კახური ღორის ინდივიდების მოძიებას ინტენსიურად ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

იშვიათი უნიკალური გემური მახასიათებლების მქონე კახური ღორის მოშენების ინტერესი ცენტრთან ერთად გამოთქვა ესპანურმა კომპანიამ DeRaza Iberico-მ.

ზოგიერთი მონაცემით გაუმჯობესებულ პირობებში, კახური ღორის ცოცხალი მასა 18 თვის ასაკში ნეზვების 140 და კერატების 180 კგ-მდე იზრდება.

კახური ღორის გოჭები, გარეული ღორების მსგავსად თავიდან ზოლიანები არიან.

ძირითადი მახასიათებლები

ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო;
უხეში ჯაგარი და მოკლე ნაზი თივთიკი;

კერატის ცოცხალი მასა: 110-120 კგ (უდიდესი 180 კგ);
ნეზვის ცოცხალი მასა: 95—100 კგ (უდიდესი 140 კგ);

ნაყოფიერება 7—8 გოჭი;

გასუქების პერიოდში დღე-ღამური წონამატი: 200—300 გრ.
1 კგ წონის მოსამატებლად სჭირდება 8—8,5 საკვები ერთული;

ხორცის წმინდა გამოსავალია 63—64%, ქონის 20—21%.

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3606 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB