კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები კახეთის რეგიონში

217 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოს“-მა 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გააშენა.

ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „გეალოგოსის“ კაკლის და მაყვლის ბაღები დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36,215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 24,220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11,995 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62,790 ლარი შეადგინა

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,264 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28,037,524 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,820 ჰა მიწის ფართობზე.

81Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB