ფოთლოვანი კვების ზოგადი განმარტება Ontario, Ministry of Agriculture-ის მიხედვით

ფოთლოვანი

ფოთლოვანი სასუქები, წარმოადგენენ როგორც მცენარეთა კვების პროგრამების ნაწილს, ასევე მცენარეებში რომელიმე საკვები ელემენტ(ებ)ის დეფიციტის გამოსასწორებელ საშუალებას.

მაკრო და მიკრო ელემენტებით მცენარეთა გამოკვების პროგრამების პირველ სამიზნე არეალს ნიადაგი წარმოადგენს. სწორედ ნიადაგი არის მთავარი წყარო, საიდანაც მცენარეები მარაგდებიან საკვები ნივთიერებებით. ხოლო თუ ნიადაგიდან, მცენარის მიწის ზედა ნაწილების კვება ქსილემის საშუალებით არასაკმარისია მთელი რიგი ფაქტორების გამო, მაშინ ფოთლიდან დროებითი, დამატებითი და მაკორექტირებელი კვებაა შესაძლებელი და ისიც მხოლოდ გარკვეულ გარემო-პირობებში.

ფოთლოვანი სასუქების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფესვებისგან განსხვავებით, მათი შეთვისება პასიური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია ფოთლის ზედაპირზე (ეპიდერმისი) და ნივთიერებათა კონცენტრაციის გრადიენტზე, ფოთლის ზედაპირსა და პანერქიმას (ფოთლის შიდა ნაწილი, ზედა და ქვედა ეპიდერმისებს) შორის.

პასიური პროცესის განმარტება: უჯრედის პლაზმური მემბრანის მიღმა ტრანსპორტის უმარტივესი სახეს პასიური ტრანსპორტი ეწოდება. პასიური ტრანსპორტის პროცესში უჯრედი ენერგიას არ ხარჯავს, რადგან ამ დროს ნივთიერებები საკუთარი კონცენტრაციის გრადიენტების შესაბამისად დიფუზირებენ მემბრანის მიღმა.

კონცენტრაციის გრადიენტი ეწოდება რაიმე ნივთიერების კონცენტრაციების სხვაობას სივრცის სხვადასხვა ნაწილში. ნივთიერებები თავად დიფუზირებენ თავიანთი გრადიენტების მიმართულებით, მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ.

ფოთლის ზედაპირი წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს სხვადასხვა ნივთიერებებისათვის. მისი ზედაპირი დაფარულია ცვილისებრი კუტიკულის ფენით, რომელიც წყალს და წყალში გახსნილ მიკროლემენტებს შეძლებისდაგვარად ირიდებს, რაც ზღუდავს ნივთიერებების მოძრაობას ფოთოლში.

მიკროელემენტების შეთვისება ფოთლის მიერ დამოკიდებულია:

– მცენარის სახეობაზე

– საკვებ ნივთიერებებზე, ამ ნივთიერებების ფორმებზე და მათ მობილურობაზე ფლოემაში

– პრეპარატის წყალხსნარის მიერ ფოთლის დაფარვაზე და შემდგომ შეთვისებაზე, რაც დამოკიდებულია მის

–  მდგომარეობასა და სტრუქტურაზე

–  გარემო პირობებზე

– მცენარის მოთხოვნილებასა და ნიადაგში არსებულ საკვები ნივთიერებების რაოდენობაზე.

განსაკუთრებული მნშივნელობა ენიჭება ფარდობით ტენიანობას, რადგან ეს გავლენას ახდენს ფოთოლში კუტიკულის გზით საკვები ნივთიერებების გამტარიანობაზე. ფარდობითი ტენიანობა ასევე მოქმედებს შესხურებული ხსნარის აორთქლების სიჩქარეზე.

იმისათვის, რათა შესხურებული საკვები ნივთიერებები ნორმალურად შეიწოვონ ფოთლებმა და მცენარის სხვა მწვანე ნაწილებმა, ფარდოფითი ტენიანობა უნდა იყოს 60-80 %-ს შორის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, საკვების ელემენტების მობილურობა (გადაადგილება) ფლოემაში. მას შემდეგ, რაც ნივთიერებები შეაღწევენ ფოთოლში, შემდგომი მათი ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა ფლოემა. ზოგიერთ ელემენტს, კერძოდ კალციუმს, მანგანუმს და ბორს, შეზღუდული მობილურობა გააჩნიათ ფლოემაში. (დამოკიდებულია მცენრის სახეობაზე).

სწორედ ამიტომ, ამ ჩამოთვლი საკვები ნივთიერებების შესხურება უნდა მოხდეს მცენარის იმ მწვანე ნაწილებზე, რომელთაც გვინდა რომ ისინი შეითვისონ. ესეიგი, მთლიან მცენარეზე და ამის გამო პრეპარატის წყალხსნარით ხის სრული დაფარვაა საჭირო.

საკვები ელემენტების რაოდენობა ფოთლიდან შეტანისას შეზღუდულია, რადგან არსებობს ტოქსიკურობის საფრთხე (ზედოზირება). მათი შეტანა უნდა მოხდეს დაბალი კონცენტრაციებით და სიფრთხილის დაცვით. ანალიზებზე და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

აგრონომის რეკომენდაცია:

გარდა ზემოთ თქმულისა, ფოთლის ანალიზის ჩასატარებლად და მცენარისთვის მაკრო-მიკრო ელემენტების ზუსტი რაოდენობის დასადგენად, საჭიროა ფოთლები აღწევდნენ თავიანთ მაქსიმალურ ზომას, რადგან მაშინ სტაბილურდება მათში ნივთიერებათა კონცენტრაციები.

ვინაიდან, ფოთლების მაქსიმალური ზომა არ მიიღწევა ადრე ზაფხულის დადგომამდე, მანამდე დეფიციტის საპრევენციოდ, კარგ აგრომიულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, გაზაფხულის განმავლობაში საჭიროა მცირე კონცენტრაციებით, სხვადასხა მაკრო და მიკრო ელემენტების მიწოდება მცენარისათვის ფოთლოვანი შესხურების გზით.

სასურველია მიმწებებელი აგენტების და პეაშის კორექტორების შერევა შემასხურებელ ავზში. ვეცადოთ, რომ თავიდან უნდა ავირიდოთ თაკარა და მწველ მზეში მათი გამოყენება.

ჩვენს შემთხვევაში, რეკომენდაციას ვაძლევთ ესპანურ კომპანია Nufol, MASSO და Fertinagro-ს ფოთლოვანი გამოკვების პროდუქტებს.

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი

კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717

წყარო: https://www.publications.gov.on.ca/store/20170501121/Free_Download_Files/300751.pdf

კანადის პროვინცია ონტარიოს თხილის წარმოების სახელმძღვანელო, პუბლიკაცია 863.

თქვენი რეკლამა