უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ ვეტერინარული პოლიციის შექმნა დაანონსა.
ეს საკითხი მწვავედ დადგა, აფრიკული ჭირის გავრცელების ზონებში, დაავადებული ღორის განადგურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ამ პრობლემებზე, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა სამინიტროს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მიწვეულნი იყვნენ დარგისა და პროფილური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომაზე აგრეთვე განიხილეს ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის სხვა დამატებითი საშუალებები.
სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება პოლიციელებისა და ვეტერინარებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები (ე.წ ვეტრინარულ პოლიცია), რომლებიც აფრიკული ჭირის გავრცელების ზონებში შეამოწმებენ არა მხოლოდ დიდ ფერმებს, არამედ მცირე გლეხურ მეურნეობებსაც.
დამატებით საშუალებად, გამოყენებული იქნება გადასაადგილებელი კომპლექსები, რომელთა მეშვეობითაც დაავადებული ღორების განადგურება (დაწვა) მოხდება.