უკრაინაში ორგანული წარმოების პირველი კონგრესი გაიმართება

ორგანული

26-18 იანვარს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, პირველი საერთაშორისო კონგრესი „ორგანული უკრაინა 2017, ორგანული ბაზრის განვითარება წარმოებიდან – რეალიზაციამდე“ გაიმართება.

კონგრესი იმართება უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროს და ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს მხარდაჭერით, შვეიცარიულ-უკრაინული პროექტის „უკრაინის ორგანული ბაზრის განვითარება“ ფარგლებში.

ორგანული უკრაინა 2017 გააერთიანებს ორგანული წარმოების მთელ სპექტრს, მცირე ფერმერებიდან დაწყებული, ორგანული პროდუქტების საერთაშორისო მყიდველებით დამთავრებული.

კონგრესის ფარგლებში იმუშავებს

  • საკონფერენციო ზონა: საერთაშორისო ფორუმი, უკრაინაში ორგანულ წარმოების განვითარებისთვის მიძღვნილი დარგობრივი კონფერენციები;
  • საგამოფენო ზონა: ორგანული პროდუქტების გამოფენა და ლექციები მომხმარებლებისთვის;
  • შემეცნებითი ვიზიტი ორგანულ ფერმაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

სერთიფიცირებული ორგანული პროდუქტების მწარმოებელთა კავშირი „ორგანული უკრაინა“, სერთიფიკაციის ორგანო „ორგანიკ სტანდარტი“, ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტი FiBL (შვეიცარია), ორგანული პროდუქტების მაღაზიათა ქსელი „ნატურ ბუტიკი“, საინფორმაციო ცენტრი „მწვანე დოსიე“ და სხვები.

თქვენი რეკლამა