სკოლა პლასტმასის გარეშე – კამპანია სკოლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუორნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში CENN აცხადებს კონკურსს სკოლებისთვის SOS Plastic. აღნიშნული კონკურსის მიზანია, სკოლებისა და მოსწავლეების წახალისება თავიდან აირიდონ ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება.
სამთვიანი კამპანია დაეხმარება სკოლებს მეტი გაიგონ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევის შესახებ, იპოვონ რეალური გზები და გაეცნონ მდგრად პრაქტიკებს ერთჯერადი მოხმარების პლატსმასის შემცირების მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული კამპანია ემსახურება მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას მდგრადი მოხმარების ხელშეწყობის კუთხით.
კამპანიის ეტაპები:
I ეტაპი: განაცხადების მიღება;
II ეტაპი: სკოლების შერჩევა და ტრენინგების ჩატარება;
III ეტაპი: ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების განხორციელება.
ტრენინგებისა და ერთობლივი კამპანიის დაგეგმვის იდეა მოიაზრებს სკოლების წახალისებას, აღმოაჩინონ და გამოიკვლიონ თავიანთი პლასტმასის ნაკვალევი, მოიძიონ ინფორმაცია ნარჩენების წყაროების შესახებ და შეეცადონ მათ შემცირებას ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული კრეატიული აქტივობების განხორციელების გზით.
კამპანიის გამოცხადება და რეგისტრაცია: 19 – 26 მარტი, 2024
სრული ინფორმაცია და პირობები იხილეთ ბმულზე: https://www.cenn.org/