„შირაქის ფერმამ ბიო სერტიფიკატი მიიღო!
სიამაყით მოგახსენებთ ეს გახლავთ ამიერკავკასიაში პირველი ბიო ფერმა, 4 წლიანი დაუღალავი შრომა დაგვიფასდა!
ბიო სერტიფიკატი ნიშნავს რომ 4 წელია არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქები, არ ვთესავთ ჰიბრიდულ თესლებს, არ ვიყენებთ მარცვლეულ კულტურებში ჰერბიციდებს და ასეთ ნიადაგზე მოყვანილი მარცვლეული და სილოსი ეძლევა პირუტყვს.
პირუტყვის კვებაში არ ხდება პრემიქსების გამოყენება. უტარდება სავალდებულო ვაქცინაცია, ვიწყებთ ჰომეოპათიური წამლებით მკურნალობას ავადმყოფობის შემთხვევაში და იშვიათი გამონაკლისის დროს ვუკეთებს ანტიბიოტიკს, რომლის დროსაც ჩვეულებრივთან შედარებით ორმაგ მოლოდინის რეჟიმში არის ძროხა დასაშვებ დროსთან შედარებით, ანუ ამ რძის გამოყენება არ ხდება პროდუქციის წარმოებაში.
ეს პირველი მერცხალია :) გილოცავ ნიკოლოზ!„ (ნიკოლოზ ბენიანიძე – კომპანია „შირაქის პროდუქტის“ დამფუძნებელი/აგროკავკასია)
ემოციურად წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე-დავით გეგეჭკორი („მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის„ წარმომადგენელი).დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარე შირაქის ფერმა პირველი ბიოფერმაა ამიერკავკასიაში, ეს არის საუკეთესო პრეცედენტი, ბიო წარმოების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოში.
შირაქის ფერმა უკვე 4 წელია, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის აწარმოებს.