ფოთში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში, წყალმომარაგება

ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები მიმდინარეობს.

ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ. ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს.

ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი განახლდება მალთაყვას უბანშიც, პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას.

მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.

ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.

პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ახორციელებს, რომელსაც ჯამში 193 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.

თქვენი რეკლამა