შოტლანდიის ფერმერთა ეროვნული კავშირის (NFU) პროგნოზებით, მეღორეობის სექტორს შოტლანდიაში – დიდი პერსპეტივები აქვს.
დარგის განვითარებას, გარკვეული ბიძგი ფუნტი სტერლინგის გაუფასურებამ, ინვესტიციებმა და მოხმარებლში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია.
ამასთან, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შოტლანდიას დიდი რაოდენობით მეღორე-ფერმერები და ახალი საწარმოო ობიექტები სჭირდება.
„ჩვენ ვეძებთ ახალი თაობის ფერმერებს, რომლებიც მეღორეობის ინდუსტრიას, ახალ ეტაპზე გადაიყვანს და სექტორს დინამიურობას შემატებს“,-განაცხადა შოტლანდიის ღორის ხორცის მწარმოებელთა კავშირის აღმსრულებელმა დირექტორმა ენდი მაკგოუენმა.
იმისთვის, რომ ახალმა მწარმოებლებმა წარმატებას მიაღწიონ, შოტლანდიელებმა დარგისთვის პრაქტიკული სასწავლო-სამეურნეო სისტემა „ახალი თაობა“ აამოქმედეს. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც, ახალ საწარმოებს განვითარების დიდი შანსი აქვთ.
პროექტი „ახალი თაობა“ წარმატებული მწარმოებლების მიერ, დამწყები მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.