მესტიაში სვანეთობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა

სვანეთობა, მესტია

მიმდინარე წლის, 29 ივლისს, მესტიაში, გაიმართა სვანეთობის ტრადიციული სახალხო დღესასწაული.

დილიდან სეტის სკვერში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაეთვალიერებინათ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

• მივიწყებული საუკეთესო კერძი-ფარის ადმინისტრაციული ერთეული;
• ყველისა და რძის  პროდუქტებისგან მომზადებული საუკეთესო კერძი- ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული;
• მხალეულისგან მომზადებული სვანური კერძი-ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეული;
• ხორცპროდუქტებისგან მომზადებული საუკეთეს კერძი- ლატალის ადმინისტრაციული ერთეული;
• ხის საუკეთესო ნაკეთობები სვანური ელემენტებით – მულახის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ტელმან გიგანი;
• საუკეთესოდ წარმოდგენილი სუფრა- დაბა მესტია;
• ხელსაქმის საუკეთესო ოსტატი- (ფიუზინგი) – მაკა მახაშვილი, ეთერ ჟაფარიძე;
• ჟიურის სპეციალური პრიზი -საუკეთესო ხელთნაკეთ და ლითონის ჭედური ნაკეთობები- მულახის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ბერდია ქურდიანი;
• საუკეთესო მუსიკალური ნომერი-ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის ანსამბლი ,,ნენსკრა“;
• სამზარეულოს აღჭურვილობა ხის ძველებური ნაკეთობები- წვირმის ადმინისტრაციული ერთეული.

ღონისძიებას ეწსრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, მესტიისა და ზემოსვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია, გუბერანატორის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე, ნელი ნავერიანი და მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძე.

ღონისძიება დასრულდა ფოლკლორულ- ეთნოგრაფიული ანსამბლ ,,ძირიანი” -ს და ქართული ესტრადის ვარსკვლევების, სოფო ბედიას და ლიზა ბაგრატიონის გრანდიოზული სოლო კონცერტით.

თქვენი რეკლამა