მარტში საქართველოდან 14.3 მლნ აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული

თხილი, ექსპორტი, საქართველო

2026 წელს, მარტის თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 14.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა თხილი.

წინა წლის მარტთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 8%-ით (113.3 ტონა) შემცირდა, ხოლო ღირებულება 39%-ით (4.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ბოლო წლებში მზარდია როგორც ექსპორტირებული თხილის მოცულობა, ისე მისი საექსპორტო ფასი, რაც ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის ზრდით აიხსნება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით  ექსპორტირებულია 10.7 ათასი ტონა თხილი. ასევე, 1.1 ათასი ტონა თხილი ექსპორტირებულია სირიაში, 557 ტონა რუსეთში, 516 ტონა სომხეთში და ქვეყნებში.

თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა