ჯაბა თავართქილაძე – აჭარელი ფერმერის წარმატებული საქმიანობა

ფერმერი

ბათუმი უკვე ემზადება საკურორტო სეზონისათვის, ტურისტების მოთხოვნათა ასორტიმენტიც თანდათან იცვლება, ფერმერი ჯაბა თავართქილაძე უკვე რამდენიმე წელია აჭარის რეგიონის ჰიპერმარკეტებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ბოსტნეულით ამარაგებს.

ფერმერს კომპანია კარტლისის სპეციალისტების  რეკომენდაციით  მოჰყავს ისეთი ბოსტნეული კულტურები როგორიცაა: ლოლო როსა, ლოლო ბიონდა, აისბერგი, რომანეს ტიპის სალათები, ასევე რუკოლა და მიკრო სალათები.

სალათი

აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესში მთელი ოჯახი არის ჩართული, მისი პატარა შვილი, ლუკა, უკვე გამოცდილი პატარა აგრონომია, მან იცის ჩითილების გამოყვანა და აქვს თავისი ასაკისთვის დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

სალათი

ჯაბამ ფერმერული საქმიანობა 2009 წელს 150 მ2 სათბურით დაიწყო, დღეს ის ფლობს თითქმის ნახევარ ჰექტარ სასათბურე მეურნეობას.

სათბური

შესანიშნავი არომატი, გემო, სასაქონლო სახე, მაღალი ხარისხი, ის ნიშნებია, რომლითაც მისი პროდუქცია ბაზარზე გამოირჩევა და შესაბამისად ყოველთვის აქვს მაღალი ფასი, აღნიშნავს ფერმერი.

კომპანია კარტლისი

თქვენი რეკლამა