ინდოეთში ხორბლის მარაგი ბოლო შვიდწლიან მინიმუმამდე დაეცა

ხორბლის, მარაგი, ინდოეთი

ინდოეთის მთავრობის შეფასებით, დეკემბრის დასაწყისისთვის ქვეყნის ხორბლის შიდა მარაგმა 19 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, იუწყება Reuters.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მარცვლეულის ეს მოცულობა საკმარისია შიდა ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად.

ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით, ინდოელმა ფერმერებმა უკვე გაყიდეს თავიანთი მარაგი.

მოსალოდნელია, რომ ახალი სეზონის დასაწყისისთვის (2024 წლის 1 აპრილიდან) ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამ პერიოდისთვის მიღებული ნორმიდან (7,46 მლნ ტონა) 6 მილიონ ტონამდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ინდოელი ფერმერები ხორბლის თესვის კამპანიას აწარმოებენ, რომლის მოსავლის აღება მარტამდე დაიწყება.

ამავდროულად, მსოფლიო ფასებმა შესაძლოა ფერმერები წაახალისოს ხორბლის ფართობის გაზრდისკენ, მაგრამ შესაძლოა ეს მაინც არ აღმოჩნდეს საკმარისი მოსავლის შარშანდელ მაჩვენებელის მისღწევად, რადგან მშრალმა ამინდმა ნიადაგში ტენის დეფიციტი შექმნა და წყალსაცავებში წყლის დონე შეამცირა.

თქვენი რეკლამა