გერმანიაში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

ტყის, ხანძარი, გერმანია

აღმოსავლეთ გერმანიაში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, ხალხი ევაკუირებულია, ხანძრის ლიკვიდირებაში ჩართულია 200-ზე მეტი მაშველი.

საქსონიაში ყოფილ სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე ტყის ხანძარი მკვეთრად გაიზარდა, მდგომარეობა საგანგებოა, იუწყება DPA ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ხანძრის ფართობი ოთხშაბათს შუადღესთან შედარებით ათჯერ გაიზარდა და ამჟამად მინიმუმ 600 ჰექტარს მოიცავს.

ხანძარი უკვე გავრცელდა მეზობელ ფედერალურ ბრანდენბურგის მხარეში. ოთხშაბათს საღამოს, სოფელი, სადაც მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულება მდებარეობს, ევაკუირებული იქნა. ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

სიცხისგან გამომშრალი მცენარეულობა და ქარი ხელს უწყობს ხანძრის სწრაფ გავრცელებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახლომდებარე ბიოგაზის ქარხნის დაცვას, რომელსაც ხანძარი ემუქრება. ჩაქრობის დროს ორი მეხანძრემ, ქალმა და მამაკაცმა მიიღო დამწვრობა, ორივე მძიმედ დაშავდა.

ხანძარი სამშაბათს შუადღისას, საბრძოლო მასალის უტილიზაციის ადგილის მახლობლად გაჩნდა. 2022 წელს, ამ ტერიტორიაზე საქსონიის ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და მაშინ ხელისუფლება არ გამორიცხავდა ცეცხლის განზრახ წაკიდების შესაძლებლობას.

წყარო: DW

თქვენი რეკლამა