„გემოვანის“ ქართული პროდუქტების და პროდუქციის ბაზრობა ქარვასლაში

,,პროექტი გემოვანი”, რომელიც ქართული გენეტიკის სურსათს აერთიანებს, უკვე მესამედ წარმოგიდგენთ აგროსასურსათო ბაზარს, სადაც საქართველოში წარმოებული და დამზადებული, უამრავი ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნება და შეძენა შეგეძლებათ.

პროექტმა „გემოვანი“, თბილისის ივენთ ჰოლში, 2018 წლის 9 მაისს ქართული პროდუქტების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა, ღონისზიებაზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქართველ ფერმერთა და მწარმოებელთა სიმრავლე, ადგილობრივი პროდუქტების და პროდუქციის მრავალფეროვნება და მომხმარებლის მაღალი ინტერესი.

გემოვანის მთავარი მიზანი ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ნატურალური, ქართული ტრადიციული წესით წარმოებული სურსათის მიწოდება გახლავთ.

სასურსათო ბაზარზე საკუთარ პროდუქტს 70-მდე ფერმერი და მეწარმე წარადგენს.

გემოვანი ბაზრის დახლებზე შეხვდებით როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა პროდუქტებს, მათ შორის, პურს, რძის ნაწარმს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილს, ღვინოს, ლუდს, ტკბილეულს და სხვა.

ღონისძიებას „ქარვასლა შარდენზე“ მასპინძლობს.

ასე რომ, თუ საქართველოს წიაღში შექმნილი, ნატურალური პროდუქტის გემო მოგენატრათ, ეწვიეთ პროექტ “გემოვანის” ბაზარს 3 ივნისს, 10:00-დან 16:00-მდე.

პროექტის გენერალური სპონსორია ,,პური მზეთამზე”.

ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტმა „გემოვანი“

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/1530808783694189/

თქვენი რეკლამა