აჭარაში ციტრუსის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გადამუშავდა 5 400 ტონა არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 1.9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის.
საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამამუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს.
იხილეთ აგრეთვე: მანდარინის საბაღე ნაკვეთის შერჩევა და ნერგის დარგვა