დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახანძრო მანქანები გადმოეცა

დაცული

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა.

ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ტექნიკური აღჭურვის კუთხით.

დაცული

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ მიიღო საფრენი აპარატი დრონი, რომლის გამოყენებაც ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის.

თქვენი რეკლამა