
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, „იაგოს მეღვინეობაში“, ღვინის ფესტივალი „შერეკილები“ გაიმართა.
ფესტივალი „ღვინის სალონი შერეკილების“ ინიციატივით გაიმართა და მასში 15 მარანი მონაწილეობდა.
ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, გაეროს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი დაესწრნენ.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ასევე ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.