2018 წლის 11 მაისს, ასოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს ორგანიზებითა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და GIZ-ის მხარდაჭრით საქართველო ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს „ZERO COMPROMISE“-ს უმასპინძლებს.
ბუნებრივი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის წევრი 60-მდე ბუნებრივი ღვინის მარანი.
ასევე, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საზღვარგარეთიდან.
ფესტივალი გაიმართება მულტიფუნქციურ სივრცე „ფაბრიაკა“-ში, თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ, 8. ბილეთის ფასი 15 ლარი.
ღონისძიების დაიწყება 11:00-ზე და გასტანს 18:00-მდე.