თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. სხვადასხვა სახეობის ქართული თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი.
გამოფენაში-კონგრესში ქართული მხარის მონაწილეობის ორგანიზება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სტამბულში საქართველოს საკონსულოს ჩართულობით განხორციელდა.
APIMONDIA 2022-ში მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანის 150-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანია მიიღო.