აგრო ბათუმი 2023

აგრო

აგრო – სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე – 11 საერთაშორისო გამოფენა.

6-8  ოქტომბერს, ქ.ბათუმში გაიმართება რიგით მე-11 აგრო – სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro Batumi 2023.

გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სამი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.

აგრო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

გამოფენა გაიხსნება 6 ოქტომბერს 11:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: ქ.ბათუმი, ლადო ასათიანის N27. სპორტის სასახლე.

თქვენი რეკლამა