გვსურს გაცნობოთ, რომ კვირას, 1 მაისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 12:00-18:00 სთ, ყველისა და ჩაის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტრადიციული ქართული ნაწარმის მწარმოებლები, ასევე უცხოური კომპანიები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს „ქართული რძის ნიშნის” მქონე 13 საწარმო.
„ქართული რძე“ არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეუძლიათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება პროდუქციის დეგუსტაცია და შეძენა.