იყიდება ფშატის (Elaeagnus) ნერგები

ფშატი (ლათ.Elaeagnus ) ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა ფშატისებრთა ოჯახიდან, 3-7 მ სიმაღლით, იშვიათად 10 მ.

ფშატი ჩვეულებრივი ჭალის მცენარეა და ნესტიან ადგილებში იზრდება. მაგრამ იმავე დროს დიდ სიმშრალესაც იტანს ხანგრძლივი გვალვების დროს.

ადვილად მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით, კალმებითა და ძირკვის ამონაყარით.

ფშატი კარგი თაფლოვანი მცენარეა და რაც მთავარია ეფექტურად წმენდს ჰაერს მავნე მინარევი გაზებისაგან, რის გამოც ფრიად სასურველი მცენარეა ქალაქების გასამწვანებლად.

ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, არ ახასიათებს მეწლეულობა.

სიმაღლე – 40 სმ.
ფასი – 50 თეთრი.

ეროვნული საშენი მეურნეობა

დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://wla.gov.ge/ka/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.

თქვენი რეკლამა