Tesco-მ არასტანდარტული ხილ-ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყო

ხილი

მსოფლიოში ერთ-ერთმა  უდიდესმა, საცალო სავაჭრო ქსელმა Tesco-მ (ბრიტანული ტრანსნაციონალური კომპანია), გადაწყვიტა გაყიდვაში დაუშვას ხილ-ბოსტნეული, რომლებსაც „სრულყოფილი“ სასაქონლე სახე არ აქვთ.

გადაწყვეტილება ეხება პროდუქტებს, რომლებიც არ შეესაბამება ქსელში პროდუქტების გარეგნული სახის საკმაოდ მკაცრ სტანდარტებს, მაგრამ აკმაყოფილებენ კვების მოთხოვნებს.

ამ კატეგორიის პროდუქტებს Tesco მომხმარებელს დაბალ ფასად სთავაზობს. ამ ხაზის ასორტიმენტში ძირითადად შედის: კარტოფილი, სტაფილო, ვაშლი და ზოგიერთი სეზონური პროდუქტი. ექსპერიმენტი უკვე ხორციელდება ცენტრალური ევროპის 50 მაღაზიაში.

„Tesco-ს პროგრამა, არასტანდარტული ხილ-ბოსტნეულის შესახებ გაყიდვის შესახებ, ეხება პროდუქტებს, რომლებიც ვარგისია საკვებად, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი გარეგნული სახე აქვთ. პროგრამა მიმართულია მწარმოებლების და მომწოდებლების დანაკარგების შესამცირებლად“,-ამბობს ჰენრიეტა მაგიარი, უნგრეთში Tesco-სთან თანამშრომლობის მენეჯერი.

როგორც Tesco იტყობინება, პროგრამას დიდი წარმატება ხვდა წილად ბრიტანეთში, განსაკუთრებით ამ პროდუქტების მოხმარების სეზონური ზრდის პერიოდში.

თქვენი რეკლამა