საქართველოდან ექსპორტირებულია 166.3 მლნ აშშ დოლარის უალკოჰოლო გაზიანი სასმელები

უალკოჰოლო, გაზიანი, სასმელები

2026 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 166.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 148.1 მლნ ლიტრი უალკოჰოლო გაზიანი სასმელები.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული უალკოჰოლო გაზიანი სასმელების რაოდენობა 4%-ით (6.0 მლნ ლიტრი), ხოლო ღირებულება 15%-ით (21.7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 61 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი(23%), აზერბაიჯანი(19%), ყაზახეთი(16%), სომხეთი(10%), უზბეკეთი(9%).

თქვენი რეკლამა