ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს კახეთში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს

დეკალბი, სიმინდი, კახეთი

წელს კახეთში Dekalb-ის ინოვაციური სიმინდის ჰიბრიდების დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა არნახული მოსავლის აღება შეძლეს. კახეთის 2025 წლის რეიტინგი ასე გამოიყურება:

დეკალბი, სიმინდი, კახეთი

აღსანიშნავია, რომ კახეთში, სხვა რეგიონებთან შედარებით, საუკეთესო მაჩვენებლები დაფიქსირდა. რეიტინგის სათავეში ფერმერი ერეკლე გელაშვილი მოექცა, რომელმაც DKC 5812 დათესა. ჰექტარზე მან 17 ტონა მოსავლის აღება შეძლო. 

დღეს ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია Dekalb-ის 13 ჰიბრიდი (FAO 200-დან 700-მდე), რომელიც ადგილობრივად არის გამოცდილი და სრულად შეესაბამება საქართველოს კლიმატურ პირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და მათი არჩევანი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. იმატებს იმ ფერმერთა რაოდენობაც, რომელიც ნდობას სწორედ Dekalb-ის ინოვაციურ სათესლე მასალას უცხადებს. 

Dekalb სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებლის BAYER-ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ის 100-ზე მეტი წელია, ქმნის სიმინდის ახალი თაობის სათესლე მასალას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კლიმატური ზონისთვის. მის მიერ წარმოებული პროდუქცია უზრუნველყოფს მცენარის განსაკუთრებულ მედეგობას ჩაწოლის, ტემპერატურისა და დაავადებების მიმართ, რაც განაპირობებს მოსავლის სიჯანსაღესა და მაღალ მოცულობას.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო”.

თქვენი რეკლამა