ოსპის, ცერცვისა და ცულისპირას კვლევების მოკლე მიმოხილვა

ოსპი, ცერცვი, ცულისპირა

2024 წელს მიმდინარეობდა შესწავლა ოსპის საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში სამ საცდელ ფორმაზე, სადაც სტანდარტად აღებული იქნა დარეგისტრირებული ჯიში „პაბლო“.

დაკვირვებები ხორციელდებოდა ყინვა და გვალვა გამძლეობაზე, დაავადებებსა და მავნებლებზე. აღირიცხა მცენარეთა ბიომეტრიული მონაცემები  და განისაზღვრა მოსავლიანობა.

მცენარეებმა აღმოცენება დაიწყო 2023წ. ის15 დეკემბრიდან, ყვავილობა საადრეო ფორმამ დაიწყო 2024 წ. ის 15 აპრილიდან, ხოლო სტანდარტმა ჯიშმა „პაბლომ“  ყვავილობა  დაიწყო 10 მაისიდან. ცდაში არ დაფიქსირებულა დაავადებები და არც მავნებლები. ზამთრის ყინვები და გვალვებიც ყველა საკვლევმა ფორმამ გადაიტანა უპრობლემოდ. უნდა აღინიშნოს, რომ გაზაფხულის ცივი პერიოდის მიუხედავად მცენარეები გამოიყურებოდნენ ნორმალური სიმაღლის. პარკების გამონასკვის და მარცვლის ჩამოყალიბების პერიოდიც მიმდინარეობდა ნორმალურად.   

სტანდარტ „პაბლო“ ს საშუალო მოსავლიანობამ შეადგინა 0.8 ტ/ჰა,  ხოლო საცდელმა ფორმებმა კი საგრძნობლად გადააჭარბეს სტანდარტს.   

ოსპის საკონკურსო ჯიშთა გამოცდის შედეგები ტ/ჰა,  ცხრილი #1      

ოსპი, ჯიშები, კვლევაოსპის საკონტროლო სანერგეში დაითესა 8 ფორმა ორ განმეორებაში. დაკვირვებები წარმოებდა ზრდა-განვითარებაზე, ყინვა და გვალვა გამძლეობაზე,  დაავადების მიმართ რეზისტენტობაზე, მოსავლიანობასა და განსაკუთრებით კი ჩაწოლისადმი გამძლეობაზე. თესლის მოსავლიანობით სტანდარტს გადააჭარბა ყველა საცდელმა ფორმამ.

წინასწარი გამრავლების მიზნით დაითესა  გამორჩეული პერსპექტიული ფორმა და მიღებულია მაღალი ხარისხის სათესლე მასალა.

ცერცვის საკონტროლო  სანერგეში იცდებოდა 6 ფორმა, სადაც  სტანდარტად აღებული იქნა ადგილობრივი ჯიში  ,,ცხაკაიის-2“. გაზაფხულის წვიმიანმა ამინდებმა  დადებითი გავლენა მოახდინა ცერცვის მოსავლიანობაზე. პარკის გამონასკვის პროცესი მიმდინარეობდა ნორმალურად და შედეგად მიღებულია ცერცვის ხარისხიანი და ყველაზე მაღალი მოსავალი 5.6ტ/ჰა. ცდები განმეორებით დაითესბაა და გაგრძელდება დაკვირვებები.

გაგრძელდა შესწავლა საერთაშორისო ორგანიზაცია  ICARDA- დან  მიღებულ ცულისპირას სელექციურ მასალაზე.  ცდაში, მრავალწლიანი დაკვირვებით გამორჩეული იქნა  6 მაღალ მოსავლიანი ფორმა და 2023 წ. ის შემოდგომაზე დაითესა წინასწარი ჯიშთა გამოცდის სახით. ცდა დაითესა 14 ნოემბერს ორ განმეორებაში. ნათესმა აღმოცენება დაიწყო 15  დეკემბრიდან. მიღებული იქნა  მაღალი მოსავალი განსაკუთრებით პერსპექტიულად მიჩნეული ფორმისგან, რომლის საშუალო მოსავლიანობამ შეადგინა 2.5 ტ/ჰა. გრძელდება მუშაობა ამ შესანიშნავ გვალვაგამძლე კულტურაზე.

ფოტო: freepik

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი
ს/მ დოქტორი პაშა ვაჩეიშვილი

ოსპის წარმოება

თქვენი რეკლამა