საკვების ნარჩენებისგან ცხოველთა საკვების წარმოება

საკვები

ინდურმა სტარტაპმა Wastelink-მა 3 მილიონი დოლარი მიიღო, საკვების ნარჩენებისგან ცხოველთა საკვების წარმოების განვითარებისთვის.

ინდურმა კომპანია Wastelink-მა, რომელიც ჭარბ საკვებს ცხოველების საკვებად ამუშავებს, A სერიის დაფინანსების რაუნდში 27 კრორი რუპია (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი) მოიზიდა. ინვესტიცია Avaana Capital-მა განახორციელა.

მოზიდული თანხებით იგეგმება, ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში Wastelink-ის ჩართულობის გაფართოებისთვის, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევითი პროექტების განვითარებისთვის.

კომპანია დაარსდა 2018 წელს და ოპერირებს Forplanet Ingredients ბრენდის ქვეშ. მისი საკუთარი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, საკვები ნარჩენები გარდაიქმნას შერეული საკვების სტანდარტიზებულ ინგრედიენტებად. დაარსების დღიდან Wastelink-მა გადაამუშავა 35 ათას ტონაზე მეტი საკვები ნარჩენები.

სტარტაპის მთავარი მიზანია, საკვების მწარმოებლებისთვის, პროგნოზირებადი ხარისხის ნედლეულის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. ეს ამცირებს ინდუსტრიის დამოკიდებულებას ტრადიციულ კომპონენტებზე, როგორიცაა სიმინდი და სოია, რომელთა ფასები და მარაგები ძლიერ რყევებს განიცდის.

წყარო: DairyNews.today

თქვენი რეკლამა