საქართველო ბიოპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა გახდება

227 Views

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით ბახტაძემ, პარლამენტში, გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ წარადგინა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა.

„როდესაც მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვექნება.

მე დავააანონსე, რომ მნიშვნელოვნად შევცვლით პრიორიტეტებს სოფლის მეურნეობაში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს.

ჩვენი ბევრი ოპონენტი საუბრობს, რომ მასშტაბური ინვესტიციების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში გარღვევა მაინც ვერ ხდება. მეგობრებო, ჩვენ უნდა განვასხვავოთ სოფლის მეურნეობა ნატურალური მეურნეობისგან.

სამწუხაროდ, ის, რასაც ჩვენ და ჩვენი ოპონენტები სოფლის მეურნეობას ვუწოდებთ, გახლავთ არა სოფლის მეურნეობა, არამედ ნატურალური მეურნეობა, რაც საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი წყარო.

დღეს სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, იყოს დაკავებული არა სოფლის, არამედ ნატურალური მეურნეობით, ანუ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ იყენებს საკვებად. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით ჩვენ საქართველოში სიღარიბის დამარცხება გაგვიჭირდება“-განაცხადა დავით ბახტაძემ.

პრემიერმა გამოსვალაში ხაზი გაუსვა ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებას და პერსპექტივაში ამ სახის პროდუქციის მწარმოებლების გადასახადებისგან სრულად განთავისუფლებას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სწორედ სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-სგან, მაგრამ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და შემოდგომაზე წარმოგიდგენთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში.

ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე.

ჩემი პირადი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავუნულოთ და გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

48Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB