დღეს კახეთში ხილის ფესტივალი გაიმართება

354 Views

2018 წლის 29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. გურჯაანში,  კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე, რეგიონში პირველად გაიმართება ხილის ფესტივალი.

ფესტივალის მიზანია:

• ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზება, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე;

• ბიზნეს კონტაქტების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის;

• ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით, ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე;

• სწორის კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, წარმომადგენლები ბიზნეს სექტორიდან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საგანმანათლებლო სექტორიდან, ლაბორატორიიდან, ფერმერთა მომსახურების ცენტრებიდან, აგრეთვე რეგიონში ჩამოსული ტურისტები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფესტივალი გამორჩეული და საინტერესო იქნება არამარტო იმ თვალსაზრისით, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონკახეთის რეგიონში წარმოებული სეზონური ხილი და მისგან დამზადებული ნატურალური წვენები, არამედ სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ადგილობრივ მწარმოებლებთან, გაეცნონ ხილის წარმოების კუთხით არსებულ კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებს, გაიზიარონ წარმატებული მეწარმეების გამოცდილება და ისიამოვნონ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ხელს შეუწყობს რეგიონში მეხილეობის დარგში მეწარმეობის სტიმულირებასა და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას.

ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB