ბოლო 7 წლის განმავლობაში, თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სტიმულირებისა და სამკურნალო და არომატული მცენარეების შიდა წარმოების მხარდაჭერის მიზნით, 64 პროვინციაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 48,8 მლნ მ2 მიწა იჯარით გასცა.
სამინისტრო აგრძელებს მიწის იჯარით გაცემას მისი საბაზრო ღირებულების მეათასედ ფასად 139 სახეობის სამკურნალო და არომატული მცენარის – მაგალითად, ლავანდის, ვარდის, სალბის, ბეგქონდარას, შავი კვლიავის, ასევე ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიებში ფართოდ გამოყენებული დეკორატიული მცენარეების გასაშენებლად.
2024 წელს იჯარით გაიცა 2.8 მილიონი კვადრატული მეტრი, ხოლო 2025 წელს – 2.5 მილიონი კვადრატული მეტრი.
პროგრამის 2018 წელს დაწყებიდან, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების მხრივ წამყვანი ქალაქები იყო: ბალიკეშირი (5.9 მილიონი კვადრატული მეტრი), ქუთაჰია (4.8 მილიონი კვადრატული მეტრი) და ტოკატი (3 მილიონი კვადრატული მეტრი).
ლავანდა ყველაზე პოპულარული კულტურა გახდა: დაახლოებით 26.9 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა იჯარით გაიცა სპეციალურად მისი მოსაყვანად. ასევე პოპულარულია ბეგქონდარა, სალბი, ცაცხვი და გოჯის კენკრა.
მიწის განაწილებისას დამატებითი უპირატესობები ენიჭებათ ქალ მეწარმეებს, 18-40 წლის ახალგაზრდა ფერმერებს, სოფლის მეურნეობის ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, იმ პროვინციის მაცხოვრებლებს, სადაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს, სამკურნალო და დეკორატიული მცენარეების რეგისტრირებულ მწარმოებლებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და საწარმოო ორგანიზაციებს.
წყარო: mk-turkey

