ჯიჯლაყა (ამარანტი) – უნიკალური, მარცვლოვანი, საბოსტნე და დეკორატიული მცენარე

7213 Views

ჯიჯლაყა (ამარანტი, Amaranthus)-21-ე საუკუნის იდეალურ მცენარედ დასახელებული, არატრადიციული ნედლეული – მარცვლოვანი კულტურაა, რომელსაც შეუძლია გამოკვების მთელი მსოფლიო.

ამარანტში ცილების შემცველობა რძეზე მეტია, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და აჯანსაღებს ორგნიზმს!

ამარანტი (ჯიჯლაყა)  – 8 ათასი წლის მანძილზე, სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის ტერიტორიაზე ითვლებოდა ძირითად მარცვლეულ კულტურად („ინკების პური“, „აცკეტების ხორბალი“).

ინკები და აცკეტები უწოდებდნენ „კივიჩა“-ს (кивича). მას აძლევდნენ საკვებად ახალდაბადებულ ბავშვებს, მარცვლები მეომრებს მიქონდათ ხანგრძლივი მოგზაურობისას – როგორც ჯანმრთელობისა და ძალების აღსაღდგენი საშუალება, თვლიდნენ წმინდა მცენარედ, სცემდნენ თაყვანს და იყენებდნენ მახვერპლთშეწირვის რიტუალებში, რის გამოც, ესპანელმა კონკისკადორებმა გაანადგურეს და მკაცრად აკრძალეს.

16-ე საუკუნის ბოლოს, ამარანტის თესლი, ლამაზი, დერკორატიული მცენარის სახით, შემოტანილ იქნა ევროპაში. არავინ იცოდა ამარანტის – როგორც საკვები და სამკურნალო მცენარის ნამდვილი ფასეულობა.

ამარანტი, დეკორატიული

გამოყენება მედიცინაში

მდიცინაში გამოიყენება შარდსასქესო ანთებითი პროცესების, იმუნური სისტემის მოწესრიგების, ანემიის, ავიტამინოზის, დიაბეტის, ნევროზის, კანის დაავადებების (ეგზემა, ფსორიაზი), დამწვრობის, სტომატიტის, პარადონტიტის, წყლულოვანი დაავადებების, ძალის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებად.

არის მიკროელემენტების და ვიტამინების წყარო. სიმსივნური წარმონაქმნებისას, რადაციული თერაპიის დროს, მისი ზეთის გამოყენება აჩქარებს პაციენტის ორგანიზმის აღდგენის პროცესს.

ამარანტის ზეთმა რევოლუცია მოახდინა კოსმეტოლოგიაში – განუმეორებელია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

ამარანტი, კოსმეტიკა

ამარანტი მარცვლოვანი კულტურა

დღევანდელ დღეს, ჯიჯლაყისებრთა ოჯახის წარმომადგენელი – მარცვლოვანი კულტურა Amaranthus cnienthus, კულტივირებულია და მოჰყავთ დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მათ შორის საქართველოშიც.

ამარანტის ფოთლებს, თესლს და თესლიდან მიიღებული ფქვილს ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში და ხასიათდება თხილის არომატით.

ამარანტი, თესლი

საქართველოში ველურად გავრცელებულია ამარანტის ერთ ერთი ჯიში- მწვანე ჯიჯლაყა (დედალი მხალი, შავმხალა, წოწნარა.. ) -ერთწლოვანი სარეველა მცენარე.

აქვს მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ფოთლები; იკეთებს უფერულ, მტევნებად შეკრებილ ყვავილებს; ფოთლებისგან და ყლორტებიდან აკეთებენ მხალს.

ამარანტი, ჩვეულებრივი

საბოსტნე  ამარანტი

საკვებად გამოიყნება ბოსტნეული ამარანტის ყოველი ნაწილი. იდეალურია ცხოველებისთვისაც..

საბოსტნე  ამარანტი ღია გრუნტში ითესება აპრილ- მაისში, როდესაც ნიადაგი გათბება +6°-მდე. ხოლო დაჩითილებას მიმართავენ მაშინ, როდესაც უნდათ მოასწროს თესლის მომწიფება, ანდა ადრეული დეკორატიული ყვავილებისთვის ( ცივ კლიმატურ პირობებში).

საბოსტნე ამარანტი უპრობლემო მცენარეა, ეგუება ყველა სახის ნიადაგს. უყვარს სინათლე, სითბო და მორწყვა. სასალათე ფოთლებისათვის სჭირდება აღმოცენებიდან 60-70 დღე, სათესლედ კი 100-120.

შესანიშნავი სასუქი და სიდერატია. ამიტომ გამოყენებისას უნდა მოეჭრას ღერო, ხოლო ფესვები დარჩეს მიწაში.

ამარანტი, საბოსნტე

დეკორატიული ამარანტი

როგორც დეკორატიული მცენარე, ამარანტი ითესება მაისში, როდესაც 4-5 სმ-ზე მიწის სიღრმე გათბება 10-13 გრადუსამდე. თესლი უნდა შევურიოთ ქვიშას, რათა დათესვისას თანაბრად გადანაწილდეს.

ვთესავთ წინასწარ მორწყულ მიწაზე 1-1,5 სანტიმერტ სიღრმეზე. 8-10 დღის შემდეგ აღმოცენდება და იზრდება ძალიან სწრაფად. ივნისის ბოლოსთვის დაიწყებს პირველ ყვავილობას.

ამარანტი, დეკოარტიულო

დატკბით ამარანტის სილამაზით და გამოიყენეთ მისი სასარგებლო თვისებები!

წყარო: თქვენი ბაღი

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB