პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ქართულმა კომპანიამ „ნუტრიმაქსი“ ევროპული დონის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ კომბინირებული საკვების საწარმოს გახსნა.
საწარმოს მშენებლობა თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ.№67-ში მდებარე 30400 კვ.მ მიწის ფართობზე მიმდინარეობდა.
ინვესტიცია
- კომპანიამ ევროპული ტიპის საწარმოს მშენებლობისთვის, 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
შესაძლებლობები
- საწარმოს წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ტონა ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვები იქნება.
პროექტის შემსრულებელი
- ქარხნის პროექტის შემსრულებელია ჰოლანდიური კომპანია FEEDTECH-ი, რომელსაც „ნუტრიმაქსი“-ს პარტნიორ ჰოლანდიურ კომპანია Trouw Nutrition-თან ერთად, განხორციელებული აქვს უამრავი მსგავსი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ხარისხის კონტროლი
- პროექტი ხორციელდება მსოფლიო ლიდერი, ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანიის Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით.
- Know-How ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია Trouw Nutrition -ი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და მონაწილეობას მიიღებს-ქარხნის და წარმოების მართვის საკითხებში, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას.
კომპანია „ნუტრიმაქსი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ვითარდება. ეს არის კომპანია, რომელიც ფერმერებს უზრუნველყოფს ფრინველის და ცხოველის მაღალი ხარისხის საკვებით და საკვებ-დანამატებით.
პროდუქცია იყიდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ამასთან, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია-„ნუტრიმაქსი“ ითავსებს პასუხისმგებლობას, კონსულტაცია გაუწიოს ფერმერებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, გადაამზადოს ახალგაზრდები, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოს ბაზარი და ა.შ.
„ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტური გაზრდისათვის, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს ახლო კონტაქტი იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ვეხმარებით მათ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია“-აცხადებენ კომპანიაში.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კომპანია „ნუტრიმაქსი“, ჩვენი გაზეთის „აგროკავკასიის“ მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რისთვის დიდ მადლობას ვუხდით მას.