მთაწმინდის პარკში თაფლის ფესტივალი ჩატარდა

მთაწმინდის პარკში გამართულ თაფლის ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.

„მთაწმინდის პარკში ჩატარდა თბილისის თაფლის ფესტივალი, რომელიც დარგის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ქართული თაფლის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ ბაზარზე.

თაფლის, ფესტივალი. პარკი ქართული თაფლი დღითიდღე მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე;  აღსანიშნავია, რომ მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ ექსპორტზე გატანის კუთხით.“ აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

თაფლის, ფესტივალი. პარკი

ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური თაფლის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრზე პოპულარიზებაა.

თაფლის, ფესტივალი. პარკი

თაფლის ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით. ღონისძიება მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი.

თაფლის, ფესტივალი. პარკი

თქვენი რეკლამა