გაიხსნა რიკოთის 27 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთი, 35 გვირაბი, 65 ხიდი

რიკოთის

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.

ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია.

„დღეს გაიხსნა რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი 4 ზოლიანი, 35 გვირაბი, 65 ხიდი. ეს არის ის ნაგებობები რომლებიც ამ 27 კმ-იან მონაკვეთშია. მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც ამ მონაკვეთის შედეგად უკვე არის, ვგულისხმობ შემცირებულია 8 კმ-ით მანძილი, ხოლო დროის თვალსაზრისით 45 წთ-ის ნაცვლად უკვე 20 წთ-ში არის შესაძლებელი აღნიშნული მონაკვეთის დაფარვა, რომელიც ხევიდან-შორაპნამდეა.

რიკოთის

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი შინაარსით, ასევე იმ საინჟინრო გადაწყვეტებით. კერძოდ, ეს 27 კმ-იანი მონაკვეთი არის რელიეფურად ყველაზე რთული რაზეც სწორედ შესაბამისი ხელოვნური ნაგებობების, გვირაბების და ხიდების რაოდენობა მეტყველებს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე გრძელი ხიდი საქართველოში ამ მონაკვეთზეა აშენებული და გახსნილი, რომელიც 1362 მეტრია. ამ მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბი 1640 მეტრი სიგრძისაა.

რიკოთის

ბუნებრივია მშენებლობა გრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე. 51 გვირაბიდან 48 უკვე გაჭრილია, 97 ხიდიდან 83 აშენებულია. შესაბამისად რიკოთის მონაკვეთის დასრულება უკვე 2024 წელს არის დაგეგმილი, ისევე როგორც მიმდინარეობს მთლიანობაში 81 კმ-ი აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მშენებლობა. ძირითადი მონაკვეთების დასრულება სწორედ 2024 წელს არის გათვალისწინებული.

რიკოთის

ძალიან მნიშვნელოვანია რიკოთის მონაკვეთი და დღევანდელი 27 კმ-ი, ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია შეიძლება ითქვას მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო E60-E70 მაგისტრალის ევროპული საგზაო ქსელის აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია და რა თქმა უნდა აღნიშნული მონაკვეთი, ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო რეგიონულ ჭრილში მნიშნელოვანი წვლილისათვის, რომლის ფარგლებში სამჯერ იზრდება გამტარობა და რაც ყველაზე მთავარია ყველა ეს სარგებელი ხდება სწორედ საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

რიკოთის

მნიშნელოვანია, ის რომ აღნიშნული მონაკვეთის განვითარებაში ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, ექსპერტები და სპეციალისტები იყვნენ ჩართული, ამერიკიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან. თურქეთიდან არიან კომპანიები წარმოდგენილნი, რომელიც სამუშაოების ზედამხედველობაში მონაწილეობენ, რაც საბოლოო ჯამში აღნიშნული მონაკვეთის და ზოგადად ამ პროექტის მასშტაბზე და იმ მაღალ ჩართულობაზე და ძალიან გამოცდილ ადამიანებზე მეტყველებს.

რიკოთის

ასევე, მშენებლობის პროცესში 10 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული საიდანაც 70% მეტი საქართველოს მოქალაქე იყო და ბუნებრივია ასეთი დიდი გამოცდილების პირობებში უკვე ეს ადამიანები სწორედ მიმდინარე და შემდგომი განვითარებისთვის, დაგეგმილი პროექტებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, დარგის განვითარებისთვის და მთლიანობაში რა თქმა უნდა 2024 წელი იქნება დასკვნითი წელი, როგორც ძირითადი მონაკვეთების, ასევე რიკოთის დასრულების თვალსაზრისით“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

თქვენი რეკლამა