ეგვიპტეში ფორთოხლის ფასი 15 ცენტამდე დაეცა

ევროკავშირში, ფორთოხლის, ექსპორტი

ეგვიპტე: ფორთოხლის ფასი კილოგრამზე 15 ცენტამდე დაეცა – სასწრაფოდ საჭიროა ახალი ბაზრები!

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირში ფორთოხლის წარმატებულ ექსპორტს ამ სეზონზე ეგვიპტისთვის ძალიან უსიამოვნო მინუსი ახლავს – უკიდურესად დაბალი ფასები შიდა ბაზარზე.

რა არის ამ მდგომარეობის მიზეზები და რისი გაკეთება შეიძლება?

შიდა ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის მთავარი მიზეზი ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაა, ამან, ერთი მხრივ, ეგვიპტური ფორთოხალი უფრო კონკურენტუნარიანი გახადა უცხოურ ბაზრებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მწარმოებლებისთვის წარმოუდგენლად დაბალია დოლარით გამოხატული ფასები.

მეორე მიზეზი არის ჰუთების ტერორი წითელ ზღვაში, რომელმაც ეგვიპტე აზიის ყველაზე მომგებიან ბაზრებს ფაქტობრივად მოწყვიტა და აიძულა, ფორთოხალი ძირითადად ევროკავშირისთვის მიეყიდა. თუმცა, ევროკავშირის მოხმარების ბაზარი პრაქტიკულად არ იზრდება, ამიტომ ეგვიპტეს მეტის გასაყიდად ფასის  სერიოზული დათმობაზე წასვლა მოუწია, რამაც საგრძნობლად შეამცირა ექსპორტიორების მარჟა და აიძულა ისინი კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოეხდინათ ფერმერებზე.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეგვიპტის ფორთოხლის მცირე მწარმოებლები, რომლებსაც არ შეეძლოთ თავიანთი პროდუქციის პირდაპირ ექსპორტზე გატანა. ხოლო კომპანიებმა, რომლებსაც საკუთარი ბაღები ჰქონდათ და ექსპორტითაც იყვნენ დაკავებულნი, მცირე, მაგრამ მაინც მოგება მიიღეს.

ამჟამად, ეგვიპტის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის მონაწილეთა თქმით, ფორთოხლის შეძენა ფერმერებისგან წარმოუდგენლად დაბალ ფასად არის შესაძლებელი – კგ-ზე დაახლოებით 15 აშშ ცენტი.

ცხადია, ამ სიტუაციაში ეგვიპტეს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული გაყიდვების ბაზრების ძიება. ნაწილობრივ ამ პრობლემას ეხმარება FAO/EBRD პროექტი, რომელიც ჩაატარებს პირველ სავაჭრო მისიას ეგვიპტიდან და მაროკოდან უზბეკეთში ექსპორტიორებისთვის 2024 წლის 22 მაისს.

ამ დროისთვის 10-ზე მეტმა მსხვილმა ექსპორტიორმა ეგვიპტიდან და მაროკოდან, ასევე სუპერმარკეტების ქსელებმა და მსხვილმა იმპორტიორებმა უზბეკეთიდან უკვე დაადასტურეს სავაჭრო მისიაში მონაწილეობა.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა