ბრაკონიერობის ფაქტი კოლხეთის ეროვნულ პარკში

ბრაკონიერობის

კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარე მუნჩიაზე (ჭურია) ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

ფოტომახით დაფიქსიებული ფაქტის საფუძველზე, რეინჯერების მყისიერი რეაგირების შედეგად, გამოვლენილია 2 მოქალაქე, რომლებიც ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდნენ უკანონო თევზჭერას.

მოქალაქეებს ჩამოერთვათ მეტალის ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ეგრედ წოდებული, ტრანზისტორი-გამაძლიერებელი, აკუმულატორი, ჩოგანბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ბრაკონიერობის

ჩამორთმეული ნივთები შესაბამისი წესით იქნა დალუქული. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით,  გადაეგზავნა ხობის მაგისტრატ სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება შესაბამისი კანონით.

ბრაკონიერობის

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ღონისძიებების გაძლიერებასა და სამართალდარღვევათა აღმოფხვრაზე. მიმდინარე წელს, რეინჯერების მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის, ჯამში, 274 ფაქტი გამოვლინდა.

თქვენი რეკლამა