„პურის ფესტივალს“ ახალციხის ციხემ უკვე მეხუთედ უმასპინძლა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს.

ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები.

ფესტივალზე შესაძლებელი იყო ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

„პურის ფესტივალი“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა.

