მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე ,,აგრონომი“ ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორია. კომპანიის მომსახურების ცენტრების დიდი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოშია განლაგებული, დასავლეთში კი ფილიალებს შეგიძლიათ ზესტაფონსა და ქუთაისში ეწვიოთ.
მეციტრუსე და მეთხილე ფერმერების მხრიდან გაზრდილი ინტერესის გამო, აგრონომმა საქმიანობა, დასავლეთის ბაზარს, საერთაშორისო გამოფენის, AGRO BATUMI 2022, ფარგლებში წაუდგინა. გამოფენა კომპანიებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქცია და ინოვაციური ტექნოლოგიები ფართო მომხმარებლებს გააცნონ.
GEONET EXPO-ს ორგანიზებით, რიგით მე-10 აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში წელს 50 ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობდა. საგამოფენო სივრცეში სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად სამეურნეო დანიშნულების დანადგარებიც იყო წარმოდგენილი.
,,აგრონომი“ გამოფენაზე მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ევროპული სათესლე მასალის სრული ასორტიმენტით წარსდგა. გამოფენის სტუმრები პარტნიორი ჰოლანდიური კომპანიის, რაიკ ცვაანის (RIJK ZWAAN), შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ევროპული სათესლე მასალით მოყვანილი პროდუქციის დაგემოვნება აგრონომის საგამოფენო სტენდთან იყო შესაძლებელი.
გამოფენის ფარგლებში B2B შეხვედრებიც გაიმართა. აგრონომის საქმიანობით საცალო ბაზრის მომხმარებლებთან ერთად, უცხოელი მწარმოებლებიც დაინტერესდნენ და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რათა კომპანიის როგორც ქიმიური, ასევე ორგანული ხაზი მუდმივად გაფართოვდეს.
ღონისძიების მსვლელობისას შედგა კომპანიის პრეზენტაციაც, რომლის საშუალებითაც დამსწრე საზოგადოება ,,აგრონომის“ მუშაობის სპეციფიკას, კონკურენტულ უპირატესობებს, მომსახურების ძირითად მიმართულებებსა და მსოფლიოში აპრობირებული პროდუქციის ხაზს გაეცნო.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ,,აგრონომი“ გამოცდილებასა და გულწრფელობაზე დამყარებული ურთიერთობებით, ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში მუდმივად ეხმარება.
დაუკავშირდით ,,აგრონომის“ პროფესიონალ გუნდს, ან ეწვიეთ კომპანიის მომსახურების ცენტრებს, თქვენთვის სასურველ მისამართზე:
→ თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ. N147;
→ ბოლნისი, სულხან-საბას 171ა;
→ თელავის რაიონი, სოფ. რუისპირი;
→ თელავის რაიონი, სოფ. აკურა;
→ საგარეჯო, სოფ. გიორგიწმინდა;
→ ლაგოდეხი, სოფ. ბოლოკიანი;
→ გურჯაანი, წმინდა ნინოს ქ. ხიდის მიმდებარე ტერიტორია;
→ გურჯაანის რაიონი,სოფ. ჩუმლაყი;
→ ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. N23;
→ ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19;
→ ქუთაისი, გეგუთი (წყალტუბოს რაიონი სოფ.გეგუთი);
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“.
ვებ გვერდი: agronom.com.ge