მაიკოაპი – მიკორიზული სოკო ესპანეთიდან უხვი მოსავლისთვის

მაიკოაპი, მიკორიზული, სოკო

თანამედროვე სოფლის მეურნეობა ინტენსიურად ცდილობს ორგანულ (თვითგანახლებად) მიმართულებაზე გადასვლას, რაც ხელს უწყობს მცენარის იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანას.

კომპანია „ბარაქას“ ინიციატივით, საქართველოში დარეგისტრირდა საქართველოშივე გამოცდილი ორგანული გზით მიღებული პროდუქტი „მაიკოაპი“, რომლის ფუნქციაა მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერება მაქსიმალური მოსავლის მიღების მიზნით.

მწარმოებელ ესპანურ კომპანია სიმბორგში (Symborg) მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც ავითარებენ, აპატენტებენ ახალ ტექნოლოგიებს და გამოცდილებას უზიარებენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას – აშშ, მექსიკა, ესპანეთი, თურქეთი, ჩინეთი, საქართველო და სხვა.

კომპანია სიმბორგი არის მიკორიზას საერთაშორისო საზოგადოება (IMS), ბიოკონტროლის საშუალებების მწარმოებელთა საერთაშორისო საზოგადოება (IBMA) და ბიოლოგიური პროდუქტების ინდუსტრიის ალიანსის (BPIA) წევრი. სიმბორგი აქტიურად ქველმოქმედებს მიკორიზულ კვლევებსა და აღნიშნული სფეროს განვითარებაში, ასევე, ხელს უწყობს ბიო კონტროლის მეთოდების განვითარებას მდგრად სოფლის მეურეობაში. სიმბორგის მთავარი მიზანია მიიღოს ისეთივე ეფექტის მქონე ბიო პროდუქტები, როგორსაც იღებენ სინთეზური გზით.

აგროკულტურებში სტაბილურობისა და ეფექტურობის გამო, შევარჩიეთ პროდუქტი „მაიკოაპი“, იგივე მიკორიზული სოკო –  გლომუს ირანიკუმ ვარ ტენუიჰი ფარუმ (Glomus Iranicum var. Tenuihypharum), რომელიც ცოცხალ კულტურულ მცენარის ფესვებთან ურთიერთობისას წარმოქმნის სიმბიოზურ კავშირს. ამ კავშირისას სოკო აწვდის მცენარეს წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან და სანაცვლოდ იღებს მისთვის აუცილებელ შაქრებს.

მიკორიზული სოკოს თვისებებია:

  1. წყლისა და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებების განსაკუთრებული შეთვისების უნარი, რაც მცენარეს ახარჯვინებს გაცილებით ნაკლებ ენერგიას.
  2. სოკოს განვითარება პირდაპირპროპორციულია ფესვთა სისტემის განვითარებასთან, რაც ნიშნავს, რომ ფესვთა სისტემა გარდა ბუნებრივად განვითარებული ფესვისა, სოკოს მეშვეობით 2-3-ჯერ უფრო დიდი მოცულობის ხდება.
  3. მიკორიზა იდეალურად მუშაობს სასუქების ინტენსიური მიწოდებისას, ასევე, ძლიერ რეზისტენტულია დამლაშების პირობებშიც.
  4. ფესვთა სისტემას ეხმარება სწრაფ კოლონიზაციაში.
  5. აძლიერებს მცენარის ფიზიოლოგიურ აქტივობას.
  6. ხელს უწყობს მცენარეში ჰორმონალური ბალანსის დაცვას, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტი – მაიკოაპი უკვე გამოცდილია კომპანია „ბარაქას“ აგრონომების მიერ და შედეგი გასაოცარია! გაძლიერდა მცენარის ფესვთა სისტემა და საგრძნობლად გაიზარდა მოსავლის რაოდენობა.

მართლაც, რომ „მეცნიერება – უხვი მოსავლისთვის“!

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ კომპანიის გვერდს: https://www.facebook.com/Baraka.Georgia/

კომპანიის ვებ გვერდი: https://baraka.ge/

თქვენი რეკლამა