კომპანია Green Magic Homes-ის სამშენებლო ტექნოლოგიაში, გაძლიერებული ბოჭკოვანი პოლიმერისგან დამზადებული მოდულები გამიყენება.
სახლები იფარება მიწით და მწვანე მცენარეული საფარით და მთლიანად ერწყმის გარემომცველ ლანდშაპტს. კონსტრუქცია მთლიანად დაცულია ნესტისგან და შეუვალია მიკროორგანიზმების და მავნებლებისთვის (მაგ. თაგვები).
ტექნოლოგია ითვალისწინებს დიზაინის დიდი რაოდენობის ვარიანტებს, ამასთან მისი შემქნელები ამტკიცებენ, რომ კონსტრუქცია მინიმალური მომსახურებით, ასეული წლების განმავლობაში იქნება საცხოვრებლად ვარგისი.
ბაზარზე კონსტრუქცია წარადგინეს, გაძლიერებულ ბოჭკოვან კომპოზიტებზე 30 წლიანი მუშაობის შედეგად. მსუბუქი კონსტრუქციები, რომლებისგანაც შედგება სახლი, ერთდება ერთმანეთთან და მაგრდება საფუძველზე.
თაღოვანი ფორმის შედეგად – მიწის საფარი ორგანულად ერწყმის სახლს და მატებს მას სიმყარეს.
მწარმოებელთა განცხადებით-ამგავრი სახლი უძლებს მისწისძვრას, გრიგალს, გარდა ამისა მასში მონტაჟდება, ეკოგათბობის სისტემა და გამართულია ჰაერის ცირკულაცია.
კომპანია Green Magic Homes-ის ვებ გვერდი: greenmagichomes.com
სტატია აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.