კოოპერატივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 7 ივლისს, მეიდანზე 14 :00 საათიდან „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება.
სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი აგროპროდუქციის მწარმოებელი 20 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
„კოოპ-მარკეტზე“ წარმოდგენილი იქნება მათ მიერ წარმოებულითაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო,ჩაი, ყველიდა ხილი.
ღონისძიება იმართება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.