კოოპერატივმა „ულეველა“ რძის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო

კოოპერატივმა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ულეველა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო.

კოოპერატივს, სოფლის განვითარების სააგენტოს  კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 95%-იანი თანადაფინანსებით 130,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა.

ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში „ულეველამ“ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP სისტემა დანერგა. კოოპერატივი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით სარგებლობს.

„ულეველას“ კოოპერაციულ საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.  პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე  ხორციელდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 40 ადგილობრივ წევრს აერთიანებს.

კოოპერატივმა

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი  29 კოოპერაციული  საწარმოს შექმნა დაფინანსდა.

თქვენი რეკლამა